„ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერება კოვიდ პანდემიის დროს" - გორი - კიბე

30 აპრილს ევროპელ ინიციატორთა ორგანიზებით გერმანიის მარშალის ფონდის მხარდაჭერით „ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერება კოვიდ პანდემიის დროს" პროგრამის ფარგლებში გაიმართა პროექტ „ახალგაზრდა დემოკრატიის სკოლის" რიგით მეოთხე შეხვედრა.

პროექტის მიზანია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი ინფორმირება მუნიციპალიტეტში მოქმედი აქტორების, მიმდინარე დემოკრატიული პროცესებისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეფექტური მექანიზმების შესახებ. პროექტში ჩართულია 20-მდე მონაწილე.
მესამე შეხვედრა გაიმართა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

მონაწილეები შეხვდნენ ორ მომხსენებელს და დისკუსიის ფორმატში განიხილეს ორი აქტუალური თემა:

ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა - მიხეილ მთიულიშვილმა მონაწილეებს გააცნო ზოგადად პოლიტიკური ფონდების, ასევე ახალგაზრდული ქსელების იდეა, კერძოდ, მან ისაუბრა გერმანულ და ამერიკულ პოლიტიკურ ფონდებზე, მათ კავშირზე შესაბამის პოლიტიკურ პარტიებთან და იმ დღის წესრიგზე, რომლითაც ისინი ხელმძღვანელობენ. მიხეილ მთიულიშვილმა მონაწილეებს გააცნო საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ შექმნილი საერთაშორისო ქსელი - "დემოკრატიის თაობა" და ასევე მათ მიაწოდა ინფორაცია პროექტ You--Lead-ის შესახებ.

მეორე მომხსენებელი - გურამი ჯაჯანიძე მონაწილეებს ესაუბრა ვიზუალიზაციის ციფრულ პლატფორმებზე. ასევე მან მათ გააცნო ინსტრუქციები საბოლოო ნაშრომების დაწერისთვის.