პარტნიორი ორგანიზაციის დასახელება

რეგიონი: ხულო

ტელეფონი: +995 591 50 54 14

ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.


რა ასაკობრივ ჯგუფზე მუშაობთ

სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები (18 -25 წლამდე).

დამატებითი ინფორმაცია თქვენს შესახებ. (შექმნის მიზეზი, სამომავლო გეგმები, ხედვა და სხვა.

ხულოს ინიციატივის კლუბი ჩამოყალიბდა 2018 წელს და მისი მიზანია მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ბავშვების გააქტიურება და სამოქალაქო აქტივიზმში ჩართვა. მოცემულ დრომდე ხულოში არ არსებობდა მსგავსი კლუბი, რომელიც უშუალოდ იმუშავებდა სკოლის მოსწავლეებთან და შესთავაზებდა საინტერესო პროექტებს და მათ დაანახებდა სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობას. სწორედ ეს იყო ამ კლუბის ჩამოყალიბების მიზეზი. ეს ერთგვარი ქსელია, რომელიც აერთიანებს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდას. კლუბი აქტიურად მუშაობს და არაფორმალური განათლების მეთოდების გამოყენებით დღესაც ახორციელებს პროექტებს. სამომავლო მიზნად ვისახავთ არა მარტო სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების, არამედ უფროს ადამიანებთანაც მუშაობას და მათ მათ ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ქვეყნის წარმატებისთვის აუცილებელია თითოეული რეგიონი იყოს წარმატებული, ამისთვის კი თითოეული მოქალაქის ჩართულობაა აუცილებელი. აქტიური ადგილობრივი თთითმმართველობა, აუცილებლად პოზიტიურად აისახება ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე.