რეგიონი: იმერეთი, ჭიათურა
ტელეფონი: +995 598 10 01 06
ელ.ფოსტა: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.
სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები (18 -25 წლამდე).
მე ვარ გიორგი ღუღუნიშვილი, მეოთხე კურსისი სტუდენტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ვსწავლობ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით. წლების განმავლობაში ვიყავი და ამ ეტაპზეც ვაგრძელებ სამოქალაქო აქტივიზმის კუთხით მუშაობას, მოცემულ სფეროში 6 წლიანი გამოცდილება მაქვს. გამომდინარე იქიდან, რომ დავიბადე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, მოცემულ რაიონში საკმაოდ აქტიურად ვმუშაობდი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ვარ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის ხელმძღვანელი, რომელმაც ადგილობრივებისთვის საკმაოდ დადებითი შედეგები მოიტანა სამოქალაქო სექტორის განვითარების კუთხით. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვცდილობდი განვითარებას და ჩემი გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა დაინტერესებული სექტორებისთვის, მოცემული საკითხის პარალელურად გავიმარჯვე რამდენიმე საერთაშორისო პროექტში, ვიყავი მონაწილე ორჯერ erasmus+ პროგრამის, აგრეთვე აქტიურად ვმუშაობდი ადვოკატირების მიმართულებით და ვცდილობდი არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. აგრეთვე გავიმარჯვე რეგიონული განვითარების სამინისტროს, ევროპულ-ქართული უნივერსისტეტის და გერმანიის ფონდის ერთობლივ პროეტში, რომლის ფარგლებშიც ერთი თვით ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოში არსებულ ხარვეზებს ვიკვლევდი, აგრეთვე გახლდით GIZ-ის სტიპენდიანტი, რომელმაც საქართველოს მასშტაბით 14 ახალგაზრდა შეარჩია. გარდა არსებული ვმონაწილეობდი “CELA”-ს პროექტში, რომელიც მიმართულია რადიკალიზაციისა და ექსტრემიზმის წინააღმდეგ, ასევე IRI You-LEAD-ის მონაწილე, რომლის მთავარ მიზანსაც პოლიტიკური პროცესების კუთხით ახალგაზრდების გადამზადება წარმოადგენს. აგრეთვე მონაწილე ვიყავი შავი ზღვის აუზის კონფერენციის FLEECE, რომელიც წამოადგენს ფრიდრიხ ნაუმანის და ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ერთობლივ პროექტს. აღიშნული პროექტის ფარგლებში დავწერე ბლოგი საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე.
აქტიურად ვთანამშრომლობ არასამთავრობო ორგანიზაცია "ISFED" და ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მომეცა საშუალება ჭიათურის მუნიციპალიტეტში განმეხორციელებინა კონკრეტული აქტივობები, რომელიც მიმართულია სამოქალაქო სექტორის ქმედითობისკენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და საჯარო სტრუქტურებთან.
.