პროექტის აღწერა
სკოლის მოსწავლეების სამოქალაქო განათლება აუცილებელია არამხოლოდ მათთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.
მხოლოდ პასუხისმგებლიანი, დემოკრატიულ პროცესებში ჩართული მოქალაქეები არიან დემოკრატიული და წარმატებული ქვეყნის გარანტი.
ამისათვის საჭიროა მომზადდეს სასწავლო გეგმა, რომელიც უფროსკლასელებს ასწავლის სამოქალაქო ჩართულობის თეორიულ ნაწილს და ასევე შეძლებს მათ პრაქტიკულ ჩართვას და გააქტიურებას ყოველდღიურ საზოგადოებრივ პროცესებში.
ნაბიჯი 1.
ბენეფიციარი საჯარო სკოლის და მოსწავლეების შერჩევა (მაქსიმუმ 60)
ნაბიჯი 2:
პარტნიორი უნივერსიტეტის შერჩევა
ნაბიჯი 3:
უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და ორგანიზატორების მიერ სასწავლო გეგმის შედგენა (თეორიული და პრაქტიკული ელემენტებით)
ნაბიჯი 4:
- შეხვედრების განრიგის შეთანხმება მონაწილეებთან
- 12 შეხვედრი განხორციელება სხვადასხვა თემაზე
პროექტის შედეგები და უპირატესობები:
- დემოკრატიული პრინციპების მცოდნე საზოგადოების წევრები.
- სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება მონაწილეებში.
- სამოქალაქო აქტივიზმის წახალისება და თემის პრობლემების მოგვარების ეფექტური მექანიზმების ცოდნა
- დამატებით, ეს იქნება ახალგაზრდებისთვის კარიერული გზის არჩევაში დახმარება, რადგან მოხდება სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან შეხვედრა და ამ თემებზე სიღრმისეული მუშაობა.