ქრაუდფანდინგის(სახალხო დაფინანსების )ძირითადი იდეაა, ათეულობით, ასეულობით, ათასობით და მილიონებით პირის მიერ, ერთიანი ძალებით, მცირე საშუალო და მსხვილი პროექტების განხორციელებაა.
მათთვის, ვისაც აქვს განსხვავებული, საინტერესო და კრეატიული სოციალური იდეა, ქრაუდფანდინგი არის მარტივი საშუალება, გააცნონ საკუთარი იდეა ფართო საზოგადოებას, უმეტესად ონლაინ სივრცით, მიიღონ ხალხის მხარდაჭერა, მოიზიდონ მხარდამჭერები და მოიპოვონ დაფინანსება იდეის განსახორციელებლად. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც სურთ თანხის პროდუქტიულ საქმეში მოხმარება,ინვესტირება, სოციალური პროექტების მხარდაჭერა, პროდუქტის წინასწარ შეძენა და სხვა. ქრაუდფანდინგი წარმოადგენს ამის მარტივ, დაცულ, სანდო და მეტ-ნაკლებად გამარტივებულ საშუალებას. უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დაფინანსება ახალი ხილი მსოფლიო საზოგადოებისთვის ნამდვილად არ არის, მას დიდი პრეისტორია აქვს, ამ მეთოდს ერთ დროს თვით ალექსანდრე პოუპიმ და მოცარტმაც კი მიმართეს, რათა საკუთარი ნაშრომები თუ ნაწარმოებები ფართო საზოგადოებისთვის გაეცნოთ. თუმცა ყველაზე გამაოგნებელი ფაქტი ქრაუდფანდინგთან მიმართებით მაინც თავისუფლების ქანდაკებას უკავშირდება, რომლის მშენებლობის დროს საფრანგეთი და ა.შ.შ. ფინანსების მოზიდვისას სწორედ ამ საქმიანობამ გააერთიანა. „როგორც ყველამ ვიცით, თავდაპირველად, თავისუფლების ქანდაკება „ფრანკო-ამერიკული“ კავშირის აღსანიშნავად, საფრანგეთის საჩუქარი უნდა ყოფილიყო ამერიკელებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, საფრანგეთის მთავრობამ ვერ შეძლო საკმარისი თანხის გამოყოფა სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომ ეს პროექტი განეხორციელებინა.ხოლო იმისათვის, რომ თავისუფლების ქანდაკებას ამერიკის მზის შუქი ენახა, ა.შ.შ.-მ და საფრანგეთმა თავიანთ ერთგულ მოქალაქეებს მიმართეს. პროექტი მართლაც საოცრად წარმატებული აღმოჩნდა მან სტარტი 1874 წელს აიღო და ამერიკელებმა 100 000$, ქანდაკების სადგამის, ხოლო ფრანგებმა 250 000 ფრანკი, თავად ქანდაკების, ასაშენებლად შეაგროვეს. ორივე ქვეყანამ, დიდი დრო და ენერგია ჩადეს თავიანთი წამოწყების რეკლამირებაში, მათ სახალხო დაფინანსებას დაჯილდოების კომპონენტიც დაუმატეს პროექტს, გაზეთები სავსე იყო გრანდიოზული წამოწყების შესახებ ინფორმაციით. საფრანგეთის მთავრობა მხარდამჭერებს თავისუფლების ქანდაკების თიხის პატარა ფიგურებითა და ლოტოს ბილეთებითაც კი ასაჩუქრებდა, რამაც დიდი პოპულარობა მოიპოვა ადგილობრივებში, მაშინ როდესაც ამერიკელებისთვის აშკარაა ჯილდოს - თავად გრანდიოზული თავისუფლების ქანდაკება წარმოადგენდა, რომელიც ახლაც ნამდვილი ფასდაუდებელი სიმდიდრეა ამერიკისთვის.
ხანგრძლივი დროის წყვეტის მიუხედავად თანამედროვე ქრაუდფანდინგის დაბადება 2003 წელს პლატფორმა „ArtistShare-ს“ უკავშირდება, რომელმაც ანგარებაზე დაფუძნებულ სახალხო დონაციას შეუწყო ხელი რა დროსაც დაფინანსების სივრცემ ელექტრონულ პორტალზე გადაინაცვლა, სადაც ინდივიდები, მცირე ინვესტორები, აფინანსებენ სხვადასხვა იდეას/პროექტს. ის შეიძლება განვიხილოთ ორმხრივ ბაზრად, რამდენადაც ტექნოლოგიური სივრცე ერთმანეთთან აკავშირებს ორი სახის ეკონომიკურ მოთამაშეს − პროექტის ავტორსა და ინვესტორს. თითოეულ ადამიანს, ვისაც აქვს დანაზოგი და სურს მისი დაბანდება საინტერესო და პერსპექტიულ პროექტში, სპეციალური პლატფორმის დახმარებით შინიდან გაუსვლელად შესაძლებლობა აქვს გახდეს ინვესტორი და დააბანდოს თავისი დანაზოგი პერსპექტიულ, ინოვაციურ პროექტში. ამასთანავე, პლატფორმა პირველადი სახით ხელს უწყობდა ახალი სამუშაო ადგილების გენერირებას − დასაქმებას და თვითდასაქმებას, რაც თავს მხრივ სიკეთის მომტანი იყო იმჟამინდელი საზოგადოებისთვის რომელიც ინტერნეტის გამოყენებას დროდადრო ფეხს უდგამდა.
დღესდღეობით არსებული და გავრცელებული მოდელებიდან შეიძლება გამოვყოთ 4 ძირითადი ტიპის Crowdfunding მოდელი: ჯილდოზე დაფუძნებული; წილზე დაფუძნებული; სესხზე დაფუძნებული და ქველმოქმედებაზე, ანუ დონაციაზე დაფუძნებული. პირველი სამი ფორმა უშუალოდ ისეთი ტიპის საქმიანობებზეა მორგებული, როგორიცაა სტარტაპი, მეწარმეობა და მცირე ბიზნესი (აქვე უნდა აღინიშნოს, უკვე რომ საქართველოში წილსა და სესხზე დაფუძნებული სახალხო დაფინანსების წარმოება შეზღუდულია. კანონი ფასიანი ქაღალდების შესახებ კრძალავს აღნიშნული მექანიზმის საშუალებით ფასიანი ინსტრუმენტების საჯაროდ შეთავაზებას), რაც ნამდვილად აზიანებს მიმდინარე პროცესს. რასაც ახალი საკანონმდებლო ჩარჩო სჭირდება, რომელიც ამ პროცესს შესაბამისად დაარეგულირებს და პირიქით ხელს არ შეუშლის ბაზარზე არსებულ აქტორებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ ეს იმ ფონზე როდესაც ქრაუდფანდინგმა მსოფლიოში შეცვალა ფონდების მოზიდვის ტრადიციული მეთოდი და გაამარტივა ერთი მთავარი რამ – კომუნიკაცია მათ შორის, ვისაც შეუძლია, გასცეს კაპიტალი და მიმღებს შორის ვისაც ნამდვილად სჭირდება ის და იცის მისი ფასი. 2019 წელს, ფიზიკური პირების მიერ გაცემული თანხები გაიზარდა 4,7%-ით და ჯამში 309,66 მილიარდი დოლარი შეადგინა, რამაც გადააჭარბა, როგორც კორპორაციებს, ასევე – ფონდებს, რაც თავის მხრივ საკმაოდ დიდ მასშტაბს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველომ საკუთარი ნიშა იპოვოს ამ მიმართულებით.
ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარს რაც შეეხება მასზე 3 ფონდი ოპერირებს orbelianimeti.ge; donate.ge charte.ge არსებული პროექტების საერთო ღირებულება 1 777965 ლარს შეადგენს, საერთო უნიკალურ დამფინანსებელთა რაოდენობა 5804 ადამიანს, საერთო განხორციელებული პროექტების რაოდენობა 39-ს და 1455 გაცემული კომპიუტერს . რაც ცალსახად მიუთითებს იმ და დაბალ საზოგადოებრივ ცნობიერებასა და კულტურაზე, რომელიც საზოგადოებრივი დაფინანსების, როგორც მექანიზმის დანერგვის და ახალი ეკოსისტემის შექმნას, განვითარებას და მისი როლის გაძლიერებას სჭირდება.
ამის საპირწონედ 2023 წელს საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით შეიქმნა საქართველოში ქრაუდფანდინგის ასოციაცია, რომელიც გეგმავს განავითაროს თანამშრომლობა და კომუნიკაცია ქრაუდფანდინგ პლატფორმებს შორის, აამაღლოს საზოგადოებაში ქრაუდფანდინგის შესახებ ცნობადობა და განათლების დონე. მოიზიდოს უცხოელი ინვესტორები და განავითაროს ინდუსტრია. ამავდროულად იმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რათა საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული დონაციაზე დაფუძნებული მეთოდი მეთოდად არ დარჩეს და წილზე ან სესხზე დაფუძნებული დაფინანსების მექანიზმმა კანონიერად მოიკიდოს ქვეყანაში ფეხი.