Kibe Consulting ქართულ ბაზარზე ოპერირებას იწყებს.

  Kibe Consulting  არის საკონსულტაციო სააგენტო, რომელიც ქართველ ახალგაზრდებს ეხმარება პროფესიულ განვითარებაში საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ.დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში მრავლად არიან ისეთი ახალგაზრდები

რომელთაც საქართველოს საზღვრებს ფარგლებს გარეთ სწავლა, მოგზაურობა, ცნობიერების ამაღლება და ახალი კულტურული გამოცდილების მიღება სურთ, თუმცა პრობლემას
აწყდებიან ამ თემის ირგვლივ ცნობების შეგროვებისას, რომელიც თანამედროვე საინფორმაციო სივრცეში საკმაოდ გაფანტული და უმეტესწილად დაინტერესებულ პირთათვის გაურკვეველია. ეს იმ პირობებში, როდესაც კითხვა მარტივია, როგორ მოხვდეს უცხო ქვეყანაში სასწავლო, მოხალისეობრივი თუ სამუშაო ვიზიტით და საიდან დაიწყოს აპლიკაციების მოძიებისა და გაგზავნის პროცედურა. კიბე ქონსალთინგის იდეაც სწორედ ამაში მდგომარეობს, დაეხმაროს ახალგაზრდას პროფესიულ კიბეზე უფრო მაღალ საფეხურზე ასვლაში და მენტორინგი გაუწიოს ამ კომპლექსურ, თუმცა საინტერესო პროცედურების სწორად წარმართვაში.
ამ ეტაპზე Kibe Consulting 18-29 წლამდე ახალგაზრდებს მოკლევადიან erasmus+ პროგრამებსა და European solidarity corps-ის საშუალო და გრძელვადიან
პროგრამებში ჩართვაში დახმარებას სთავაზობს, რომელიც თავისი მასშტაბით ევროკავშირსა და მის პარტნიორ სახელმწიფოებს ფარავს.

მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კომენტარის დატოვება