რუსეთ-უკრაინის ომი საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დღის წესრიგზე, მათ შორის კი გამოსაყოფია ამ ორი ომში ჩართული მხარის, მეზობელი ქვეყნები,
აქედან გამომდინარე შეიარაღებული კონფლიქტით გამოწვეული პრობლემები, დიდ საფრთხეს უქმნის ამიერკავკასიის ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის
მაცხოვრებლებს, საქართველოს შემთხვევაში კი აღნიშნული გარემოება, საგრძნობლად აისახება როგორც სოციალურ ისე ეკონომიკურ ფაქტორებზე.
დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, თამამად უნდა ითქვას, რომ საქართველო რუსეთზე ეკონომიკურად ზედმეტად დამოკიდებულია, იმ იმ გარემოებაზე
დაყრდნობით, რომ საქათველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად ყველაზე დიდი საიმპორტო წილი 2023 წლის
იანვარ-თებერვლის მონაცემებით მიეწერებოდა რუსეთს, რომელიც შეადგენდა 17,1%-ს. ხოლო რაც შეეხებოდა საიმპორტო საქონელს, სრულად 2022 წლის განმავლობაში
ყველაზე მეტად გამოირჩეოდა მსუბუქი ავტომობილების იმპორტი, რომელიც შეადგენდა 1753,9 მილიონ აშშ დოლარს, აღნიშნული საქონელის იმპორტი ძირითადად ხდება
ამერიკის ბაზრიდან და 2021 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, დაანგარიშებულია რომ სულ ამერიკიდან შემოვიდა 48 000 მსუბუქი ავტომანქანა. აღნიშნული მაჩვენებელი,
რა თქმა უნდა, ბოლო ორი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაზრდილია და აქვე ისიც უნდა აიღინიშნოს რომ ამ ავტომანქანების ექსპორტი საქართველოდან ძირითადად
ხდება რუსეთის ბაზარზე (საშუალოდ დღეში 100 მანქანა) რაც კიდევ უფრო დამოკიდებულს ხდის ქართულ ეკონომიკას რუსეთის ბაზარზე, ასევე დამატებით
აღსანიშნავია რომ საქსტატის მიხედვით საიმპორტო საქონლის საკმაოდ დიდი წილი ეკავა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს და ასევე ნავთობის აირებსა და სხვა
ნახშირწყლებს, რომელთა იმპორტის ძირითადი წყარო კვლავინდებურად არის რუსეთი. ხოლო რაც შეეხება უკრაინას, რუსეთის ეკონომიკისგან განსხვავებით უკრაინის
ეკონომიკაზე საქართველო ნაკლებადაა დამოკიდებული. უკრაინას საქართველოს ექსპორტში მე-5 ადგილი უჭირავს. 2021 წელს უკრაინაში 307 მლნ დოლარის საქონელი
გავიტანეთ. 2021 წელს უკრაინაში ექსპორტი 41%-ით გაიზარდა. იმპორტში კი უკრაინა მე-7 ადგილზეა. უკრაინის მიმართულებით ექსპორტში პირველ ადგილზე 88 მლნ
დოლარით მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტია. შემდეგ მოდის სპირტი 43 მლნ დოლარით, სასუქები 38 მლნ დოლარით, მინერალური და მტკნარი წყლები 26 მლნ
დოლარით და ღვინო 26 მლნ დოლარით. უკრაინიდან შემოტანილ პროდუქციაში სიგარეტია პირველ ადგილზე 78 მლნ დოლარით, შემდეგ მოდის ლითონები 23 მლნ
დოლარით და სამკურნალო საშუალებები 21 მლნ დოლარით. ახლა კი რაც შეეხება უშუალოდ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენას, საქართველოს
ეკონომიკასა და მოსახლეობაზე, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველოში 1.46 მილიონი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა რაც წინა წელთან
შედარებით 5-ჯერ მეტია, ხოლო 2022 წლის საწყისი 9 თვის განმავლობაში, შემოსული რუსებიდან ქვეყანაში დარჩა 112,773 მოქალაქე, ხოლო მას შემდეგ რაც რუსეთი შეიჭრა
უკრაინაში, თითქმის 110 ათასმა კაცმა გახსნა ანგარიში, საქართველოს კომერციულ ბანკებში და 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ჯამში მათი დეპოზიტები
ქართულ კომერციულ ბანკებში შეადგენს თითქმის 3 მილიარდ ლარს. როცა ეს მაშვენებელი ომამდე პერიოდში იყო 4-ჯერ ნაკლები.
საგულისხმოა ის ფაქტიც რომ 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორიწნებით 806 შემთხვევა დაფიქსირდა და
ომის დაწყებიდან დღემდე ჩვენს კერძო თუ საჯარო სკოლებში დარეგისტრირდა 1900-მდე რუსეთის მოქალაქე.
ამას ემატება ტურისტული სექტორის კრიზისიც, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა ტურიზმის სექტორიც საკმაოდ დიდი გამოწვევების წინაშე დააყენა და შინაგან საქმეთა
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად. რუსეთიდან საერთაშორისო ტურიზმით მიღებულმა შემოსავალმა 891 მილიონი დოლარი შეადგინა, საბოლოოდ კი
ვიზიტორთა სიჭარბემ პრობლემები შეუქმნა ტურისტთა განაწილებას, მათ კმაყოფილებას და გადამყვანი ტურიზმის სექტორსაც, „ჯამში ეკონომიკური
თვალსაზრისით, ზოგადად, სავიზო რეჟიმი ტურისტების მოზიდვის კუთხით შემაფერხებელი ფაქტორია და ლოგიკურად ტურისტებს ურჩევნიათ ისეთ ადგილას
მოგზაურობა სადაც სავიზო ბიუროკრატიას აარიდებენ თავს, მაგრამ უკრაინაში ომისა და საქართველოში არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, უფრო პრიორიტეტული
იქნებოდა თუ ეროვნულ უსაფრთხოებას უფრო მეტად მიექცეოდა ყურადღება ამ კუთხით ვიდრე ტურიზმის სექტორს და მოხდებოდა გარკვეული კონტროლის დაწესება
რუსეთის უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში“, თუმცა ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანა არც თუ ისე გამართლებულია მთავრობის წარმომადგენლებისა და
ხელისუფალთა აზრით რადგან „აღნიშნული ქმედება გამოიწვევს საქართველოს დესტაბილიზაციასა და ომში ჩართვას“.
დასკვნის სახით კი რომ შევაჯამოთ, ყველაზე ცუდ შემთხვევაში საქართველო რუსეთიდან მაქსიმუმ 1.3 მილიარდი დოლარის წლიურ შემოსავალს დაკარგავს. თუმცა
ასეთი სცენარი რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულ შეწყვეტას ან რუსული ეკონომიკის სრულად განადგურებას გულისხმობს, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია. უფრო რეალურია 2015-2016 წლების მსგავსი სცენარის განმეორება, როდესაც საქართველოს შემოსავალი რუსულ ბაზარზე ექსპორტიდან და ფულადი გზავნილებიდან
განახევრდა. იმ პერიოდში ტურიზმმა ზრდა ისევ განაგრძო, თუმცა პანდემიისგან გამოწვეული ინერციის გამო ამ დროისთვისაც მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
აღნიშნული რეალური მოვლენის შემთხვევაში საქართველო წლიურად 500-600 მლნ დოლარის შემოსავალს დაკარგავს. ხოლო უკრაინას რაც შეეხება საქართველო-უკრაინის
ეკონომიკურ ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება (თუ რუსეთმა უკრაინის სრული ოკუპაცია არ მოახდინა), მაგრამ უკრაინის ეკონომიკა დიდ ზიანს მიიღებს და,
შესაბამისად, საქართველოს უკრაინიდან შემოსავლები შეუმცირდება. ის თუ რა თანხა დააკლდება საქართველოს, დამოკიდებულია უკრაინის ეკონომიკის ზიანზე, თუმცა ეს
თანხა 500 მლნ დოლარზე მეტი ვერ იქნება. ამასთან ერთად, საქართველოს მოსახლეობას დააზარალებს ომის გამო გაუფასურებული ლარი, რაც, თავის მხრივ, ინფლაციას
შეუწყობს ხელს. რუსეთი და უკრაინა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტების მომწოდებლები არიან. მათგან იმპორტის შემცირება კი ქართულ ბაზარზე
გაზრდის ფასებს.
ავტორი : თორნიკე მაჭარაშვილი