სპორტული ჟურნალისტიკა სპორტული მოვლენების გაშუქებისა და გავრცელების უმთავრესი საშუალებაა.
ძველად ჟურნალისტიკის ეს მიმდინარეობა უფრო გასართობად განიხილებოდა, თუმცა დროთა განმავლობაში მისი მნიშვნელობა და აღქმა შეიცვალა და იგი დღესდღეობით ჟურნალისტიკის ფორმათა იერარქიაში უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს.
სპორტული ჟურნალისტიკის მნიშვნელობა განსაკუთრებით XX-XXI საუკუნეებში გაიზარდა. ეს ერთგვარად სპორტის კომერციალიზაციით არის გამოწვეული. ამ პროცესმა განაპირობა სპორტული არხების, ჟურნალ-გაზეთებისა და ინტერნეტ რესურსების მაქსიმალური ხელმისაწვდომობა. სპორტში განსაკუთრებით დიდი როლი უჭირავს მედიას, რადგან თუნდაც გულშემატკივრის დაინტერესება და ჩართულობა დიდწილად მედიის სწორ მუშაობაზეა დამოკიდებული, ეს ოდითგანვე ასე იყო და მომავალშიც ასე გაგრძელდება.
ამისი ნათელი მაგალითია ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოვლენა, 1981 წლის 13 მაისს გამართული უეფას თასების მფლობელთა თასის ფინალური მატჩის წინ სპორტულ გაზეთ „ლელოში“ გამოქვეყნებული წერილები: „თბილისი, „ლელოს“ რედაქციას! ვიმყოფებოდით რა როტერდამში ჟურნალ „ფუტბოლ ინტერნაციონალში“ წავიკითხეთ ინტერვიუ „ფეიენოორდის“ მწვრთნელთან, სადაც იგი აღნიშნავს, რომ თბილისის „დინამო“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია ევროპაში. ტანკერ „ალექსანდრე წულუკიძის“ ეკიპაჟი დარწმუნებულია, რომ ჩემი ფეხბურთელები გაამართლებენ ამ შეხედულებას, გავლენ ფინალში და იქაც გამოიჩენენ თავს, მივემგზავრებით ბრაზილიაში და თბილისის დინამოელებს ვუსურვებთ ახალ გამარჯვებებს. ეკიპაჟის სახელით, კაპიტანი ჭარხალაშვილი“ (იმედის თვალით! 1981, გვ. 3). სწორედ პრესის მეშვეობით გამოხატავდნენ ქართველი გულშემატკივრები იმ მოლოდინებს, რაც წინ უძღვოდა თასების თასის მღელვარებას.
რა პრობლემას ვაწყდებით?
მედიის როლი ყველა სფეროში უკონკურენტოა, სპორტი კი ნამდვილად არის ის სფერო სადაც ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს თამაშობს მედია. მისი დახმარებით ძალიან ბევრი სპორტსმენის, სპორტული გუნდის თუ ჩემპიონატის პოპულარიზაცია და წარმატების სხვა ხარისხის მიღწევა შეიძლება, რადგან ხშირ შემთხვევაში სპონსორების დაინტერესებაც კი მედიის სწორი მუშაობით არის განპირობებული, მაგრამ, სამწუხაროდ, სპორტული ჟურნალისტებისა თუ გამოცემების უმრავლესობა ივიწყებენ თავიანთ ძალასა თუ რესურსს და მთლიან აქცენტს აკეთებენ პოპულარულ მოვლენებსა თუ სპორტულ ფიგურებზე, რისი საშუალებითაც მარტივად აღწევენ სასურველ 2 რეიტინგს და ყურადღების მიღმა რჩება ნაკლებად პოპულარული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები. ამას ნათლად წარმოაჩენს Pelagia Research Library-ის 2013 წელს ჩატარებული კვლევა, სადაც 2 მაღალრეიტინგული გამოცემების BBC და FARS-ის სხვადასხვა სპორტული ჩემპიონატების მონაცემები შეადარეს ერთმანეთს. სტატისტიკაში ნათლად ჩანს, რომ ორივე გამოცემა ძირითად აქცენტს პროფესიონალურ სპორტზე აკეთებს და სხვა ასპექტებს ივიწყებენ.
სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობად, რა თქმა უნდა, ფეხბურთია მიჩნეულია, მედიის პრობლემას აქაც მთელ რიგ საკითხებში ვაწყდებით, ყველაზე თვალსაჩინო კი ქალთა ფეხბურთია, ევროპის top 5 ლიგიდან ნებისმიერ მატჩს გაცილებით მეტი მედიასაშუალება აშუქებს, ვიდრე ქალთა ფეხბურთის უმნიშვნელოვანეს თამაშებს, მაგალითად როგორიცაა ჩემპიონთა ლიგის ფინალი. ეს ყოველივე ქალ ფეხბურთელებს ძალიან დიდ პრობლემას უქმნის და ხშირ შემთხვევაში უდიდესი ფინანსური კრიზისის წინაშეც დგებიან. მეტი თვალსაჩინოებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის მონაცემებით ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი ფეხბურთელი ჩელსიში მოთამაშე სამ კერია, რომლის წლიური ანაზღაურება 513 000 დოლარია, მაშინ როცა მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაცი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს ყოველწლიური შემოსავალი 260 მილიონია.
რა თქმა უნდა, ეს ძალიან მასშტაბური პრობლემაა და ამისი გამომწვევი უამრავი ფაქტორია, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სწორედ მედიაა.
როდესაც ვსაუბრობთ მედიაზე, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს სოციალური ქსელები, დღესდღეობით სოციალური მედია ყველა სფეროში ყველაზე დიდი აქტუალურობით სარგებლობს. სოციალუირ ქსელები ინფორმაციის გავრცელების ყველაზე მარტივ და ეფექტურ საშუალებად ითვლება, ამას ძალიან კარგად იყენებენ სპორტული კლუბები და ასევე სპორტსმენები, მაგალითად Aphrodite-ის მიერ 2021 წლის ჩატარებული კვლევის თანახმად პირად სოციალურ ქსელში გაზიარებულ ერთ პოსტზე ყველაზე სარფიან სარგებელს ნეიმარი ნახულობს, რომელიც ინსტაგრამზე ერთი პოსტის განთავსებით 712,500 ევროს გამოიმუშავებს, შემდეგია ჯეიმს როდრიგესი 231.500 ევროთი და მესამე ადგილს მუჰამედ სალაჰი იკავებს 202.000 ევროთი.
როგორი ვითარებაა საქართველოში?
ისეთი პატარა ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიათავისუფლება და მედიის მხარდაჭერა სპორტში, მოვლენები სწორად უნდა შეფასდეს და გაშუქდეს, რათა სპორტის განვითარებას შეეწყოს ხელი, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ისეთ სახეობებში, რომლებიც ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში და დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობს, მაგალითად ბოდიბილდინგი, სადაც გვყავს წარმატებული სპორტსმენები, მაგრამ მედია მათ სათანადო ყურადღებას არ აქცევს და ამის გამო ხშირად სპორტსმენები სრულიად მარტო რჩებიან თავიანთ მიზანთან, ყოველგვარი ფინანსური თუ მორალური დახმარების გარეშე. ასევე ძალიან რთული ვითარებაა ფეხბურთშიც, სადაც თითქმის მხოლოდ საქართველოს ნაკრების და კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩები შუქდება დანარჩენი მოვლენები კი უყურადღებოდ რჩება, ასევე დიდ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ სპორტსმენები ხშირ შემთხვევაში თვითონვე ამბობენ უარს ჟურნალისტებთან თანამშრომლობაზე რაც ძალიან დიდი პრობლემაა და ხელს უშლის გულშემატკივრამდე ინფორმაციის სწორად მიტანას, რაც იწვევს უამრავ უსიამოვნებასა და პრობლემებს.
ასევე დიდი პრობლემაა უნდობლობა მედიის მიმართ. “ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) მედია პლურალიზმზე კვლევა გამოაქვეყნა 2020 წელს, საიდანაც დგინდება, რომ კითხვაზე თუ რამდენად ენდობიან ან არ ენდობიან საინფორმაციო საშუალებებს საქართველოში, გამოკითხული მოსახლეობის პასუხები ასე გადანაწილდა: ნაწილობრივ ვენდობი - 66%, ნაწილობრივ არ ვენდობი - 13%, საერთოდ არ ვენდობი - 10%, სრულად ვენდობი - 6%, არ ვიცი - 4% და 1%-მა კითხვას არ უპასუხა. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და ამ მხრივ მედიებს ძალიან ბევრი აქვთ სამუშაო, რათა აღმოიფხვრას ეს პრობლემა. (გამოკითხულთა 66% ამბობს, რომ მედიას ნაწილობრივ ენდობა - NDI-ის კვლევა, 2020)
უმნიშვნელოვანესია ეთიკის ფარგლებში მოექცეს ყველა მედია და სამართლიანად და სწორად გააშუქონ მოვლენები, რადგან დიდწილად სწორედ მათ ხელშია სხვადასხვა სპორტული მოვლენის წარმატება თუ წარუმატებლობა.
ავტორი: ლიკა ოქიჯანოვი