ადგილობრივი დემოკრატიის ფორუმი გორში - კიბე

15 მაისს „ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის" ორგანიზებით „გერმანიის მარშალის ფონდის" მხარდაჭერით პროექტ „ადგილობრივი დემოკრატიის სკოლის" დასკვნითი შეხვედრა-კონფერენცია, „ადგილობრივი დემოკრატიის ფორუმი" გაიმართა.

აქტივობა განხორციელდა „გერმანიის მარშალის ფონდის" პროექტის „ ახალგაზრდა ლიდერების გაძლიერება პანდემიის პერიოდში" ფარგლებში.
ფორუმს 50-მდე მონაწილე და მომხსენებელი დაესწრო.
ფორუმი სამ ძირითად ნაწილად წარიმართა.
პირველ პანელზე დამსწრეებმა განიხილეს მოქალაქეთა მონაწილეობა ადგილობრივ თვითმმართველობაში და ჩართულობის კონკრეტული მექანიზმები. პანელის მომხსენებლები იყვნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურების უფროსები - ალექსანდრე თარხნიშვილი და დიმიტრი გოგიაშვილი. ასევე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის გორის ოფისის წარმომადგენელი - დაკო მურადაშვილი.
მეორე პანელზე წარმოდგენილნი იყვნენ ადგილობრივი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები - საბა წიწიკაშვილი (მედია პლატფორმა ქართლი.ჯი-ს დამფუძნებელი, მიხეილ მთიულიშვილი - ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის პრეზიდენტი და მიშა ჩიტაძე - გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი. მათ განიხილეს სამოქალაქო საზოგადოების სიტუაცია გორის მუნიციპალიტეტში და საინფორმაციო გარემო.
მესამე პანელზე პროექტის ფარგლებში გამართული თვალსაზრისის ფურცლის კონკურსის მონაწილეებმა განიხილეს მათ ნაშრომებში წამოჭრილი საკითხები და შესაბამისი გამოწვევების გადაჭრის გზები. მესამე პანელზე წარმოდგენილნი იყვნენ - მარიამ ცერაძე, ლიზი ხარებაშვილი, ნიკოლოზ ჯაბახიძე და რეზო კერესელიძე.
ფორუმის ბოლოს „ადგილობრივი დემოკრატიის სკოლის" მონაწილეებსა და თვალსაზრისის ფურცლის გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატები და სასაჩუქრე ვაუჩერები.