ინტერაქციული თამაში - „არჩევნეთი“

ევროპულ-ქართული ინსტიტუტის გუნდმა ახალი ინტერაქციული თამაში - „არჩევნეთი“ (Electionville) ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გააცნო.

„არჩევნეთი“ არის საგანმანათლებლო თამაში, სადაც მონაწილეები საკრებულოს წევრების როლს იკავებენ და გადაწყვეტილების მიღების სიმულაციურ პროცესში ერთვებიან.

თამაშის განმავლობაში მოსწავლეებს უწევთ როგორც თავიანთი თემისთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე დაფიქრება, ასევე საკუთარი შეხედულებების არგუმენტირებული დასაბუთება, პოლიტიკური ალიანსების შექმნა და საბოლოო გადაწყვეტილებისთვის კონსენსუსის მოძიება საკუთარი ქალაქის სასიკეთოდ.

„არჩევნეთი“ სკოლის მოსწავლეებს თვითმმართველობის საკითხების მარტივად გააზრებისა და საკრებულოებში მიმდინარე პროცესების სიღრმისეულად გაცნობიერების საშუალებას აძლევს.

განსაკუთრებული მადლობა ჩიბათის საჯარო სკოლა -ს, მის დირექციასა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს - ლადო აფხაზავას (Lado Apkhazava) მასპინძლობისთვის.

თამაში შექმნილია შვედეთის ინსტიტუტის მიერ და ქართულად დაიბეჭდა საქართველოში შვედეთის საელჩოს მხარდაჭერით.

დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კომენტარის დატოვება