FLEX მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა

FLEX ანუ მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა არის სკოლის მოსწავლეებისთვის შესაძლებლობა ისწავლონ ამერიკის სკოლაში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახში 1 აკადემიური წლის განმავლობაში.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 9-11 კლასის მოსწავლეებს. ყოველწლიურად განისაზღვრება კონკრეტული პერიოდი, რომელიც განსაზღვრავს ვის აქვს მონაწილეობის უფლება.

საქართველოში ამ პროგრამის ადმინისტრირებას ახდენს "საერთაშრისო განათლების ამერიკული საბჭოები"

 

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა, რომელიც საქართველოს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოების ფილიალის მიერ ხორციელდება და მას მხარს უჭერს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას უფასოდ ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით. შერჩეულ მონაწილეებს აფინანსებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://georgia.americancouncils.org/flex-ge

მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებელს შეუძლია კომენტარის დატოვება