ჩემი სახელია ანა, ვარ 20 წლის და ,მგონია, ცხოვრებაში საკმაოდ ბევრს მივაღწიე, მაგალითისთვის, 9 თვის წინ დამთავრებული გრაფიკული დიზაინის კურსით უკვე გრაფიკულ დიზაინერად ვიქეცი და დღეს დამოუკიდებლად ვთანამშრომელობ პრესტიჟულ კომპანიებთან და საინტერესო ადამიანებთან, ეს ყველაფერი უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად ხდება.მაქვს მუდმივი ინტერესი ახალი საქმიანობების მიმართ ,თუმცა, ვფიქრობ რომ ჩემი თავი უკვე ვიპოვე საინტერესო პროფესიაში,ანუ მაქვს ჩემი იკიგაი, რომელიც ჩემი შემოსავლის წყაროა და საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს საკმაოდ აღმატება.