საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია

საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია
საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია
EDAG
 599  550  119
592

საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია

Educational Debates Association of Georgia

ტელეფონი:    +995  599  550  119

ელ-ფოსტა:    [email protected]

საკონტაქტო პირი: ნინო ბერიშვილი

 

ორგანიზაციის შესახებ

ააიპ ,,საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაცია“ წარმოადგენს განახლებულ ორგანიზაციას, რომლის ყველა წევრიც საქართველოში საგანმანათლებლო დებატების დაფუძნებისთანავე, 1998 წლიდან  ჩართული იყო ფონდი ,,ღია საზოგადოება - საქართველოს“ კარლ პოპერის დებატების პროგრამის  განვითარებაში. ორგანიზაციის დამფუძნებლები იყვნენ ამ პროგრამის ლიდერები და წლების განმავლობაში სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშროლობით აგრძელებდნენ საგანმანათლებლო დებატების პროექტების განხორციელებას და სხავადასხვა მიმართულებით განვითარებას.

განახლებული ორგანიზაციის მისია მდგომარეობს  იმაში, რომ დებატების განვითარების მიმართულებით წარმატებით მომუშავე ადამიანები გაერთიანდნენ, რათა  ერთიანი ძალისხმევით, უფრო ეფექტურად  განავითარონ საქართველოში საგანმანათლებლო ფორმალური დებატები.

წარმოგიდგენთ, ააიპ ,,საქართველოს საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის“  წევრების მიერ სხვადასხვა წლებში განხორციელებული პროექტების და საქმიანობების  ჩამონათვალს:

  • ააიპ ,,საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის“ ეგიდით 2004 -  2006   წ.წ.   პროექტი  ,,საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების დაცვა საგანმანათლებლო დებატების და ინტერ-ეთნიკური განათლების გზით“ დამფინანსებელი: ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში.
  • ააიპ ,,საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის“ ეგიდით  2006 - 2007  წ.წ.  პროექტი   ,,ახალგაზრდობა ირჩევს“.  დამფინანსებელი: ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში.
  • ააიპ ,,საგანმანათლებლო დებატების ასოციაციის“ ეგიდით 2008 წელს განხორციელდა პროექტი ,,სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა საპარლამენტო დებატების გზით“ დაფინანსება - ,,მსოფლიო ბანკი“.
  • ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ეგიდით 2012 წელს პროექტი ,,დებატები განათლებისა და ინტეგრაციისათვის“, დამფინანსებელი - ფონდი  ,,ღია საზოგადოება - საქართველო“.
  • ააიპ ,,სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის“ ეგიდით 2016 – 2017 წ.წ. წელს პროექტი   ,,სტუდენტური ინიციატივების მხარდაჭერა საგანმანათლებლო დებატების გზით“ დამფინანსებელი  ფონდი  ,,ღია საზოგადოება - საქართველო“.
  • 2010 წლიდან - დღემდე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალგაზრდული დებატები, რომლისთვისაც საგანგებოდ შეიქმნა ფორმალური დებატების ახალი ფორმატი. პროექტი აქტიურია. დებატები გადის პირდაპირ ეთერში.
  • 2011 წლიდან - დაღემდე ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრი“   დებატების ტრენენგები  და ტურნირების ორგანიზება.
  • 2018 წელი USAID G4G-ისთვის შექმნა ფორმალური დებატების ახალი ფორმატი და ჩატარდა დებატების ტურნირი
  • 2016 – 2017 ,,ეკონომიკური დებატები“ უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის  რომელიც დააფინანსა ააიპ ,,საზოგადოება და ბანკები“. 
  • 2016 წ. არასრულწლოვანთა სასჯელაღსრულების დაწესებულების სასწავლო ცენტრში განხორციელდა პროექტი ,,დებატები რესოციალიზაციისათვის“ - სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
  • 2015 წ. სკოლის მოსწავლეთა დებატკლუბი, ტრენინგები დებატებში და საქალაქო ტურნირი - სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
  • 2011-2018 ტრენინგები საჯარო გამოსვლებსა და ფორმალური დებატების მიმართულებით. დამკვეთი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI
  • 2020-2021 საჯარო სკოლების ონლაინ დებატები კარლ პოპერის ფორმატით, OSGF
  • 2020-2022 ონლაინ საჯარო და ფორმალური დებატები - დამკვეთი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი IRI

      

პუბლიკაციები

ჩამოთვლილი პროექტებისა და აქტივობების გარდა ააიპ ,,საქართველოს დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის“ თანამშრომლების თანაავტორობით და ავტორობით  სხვადასხვა წლებში აღნიშნული პროექტების ფარგლებში  გამოიცა დებატების ტექნიკის სწავლების სახელმძღვანელოები:

2017 წ.  ,,დებატების სწავლების დამხმარე სახელმძღვანელო“

2008 წ.  ,,ახალგაზრდობა ირჩევს“

2006 წ.  ,,კონსტრუქციული დებატები“

1999 წ.  ,,დებატების ხელოვნება“

მისაღებად მიმართეთ ავტორს
1 მონაწილე
მისაღებად მიმართეთ ავტორს
1 მონაწილე